მომხმარებელი *
პაროლი *
დამახსოვრება
შესვლა
ელ-ფოსტა *
ვეთანხმები წესებს და პირობებს privacy policy.
რეგისტრაცია
No products in the wishlist.
კითხვაზე რა გაამარტივებდა ცხოვრებას, უამრავი პასუხი შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ ყოველდღიური უხერხული მომენტებისაგან თავის დაღწევის გზები klik.ge-ის ჭკვიანი და ამავდროულად უცნაური გაჯეტების დახმარებით, რომელთა არსებობის შესახებ დიდი ალბათობით აქამდე არ გსმენიათ.
უამრავ ადამიანს ქონია შემთხვევა, როდესაც ბალონიდან წყლის ან ღვინის გადმოსხმას ცდილობთ და ხშირ შემთხვევაში ზომა-წონას ვეღარ გებულობთ. შედეგად სითხე იატრაკზე ისხმევა. ამ ყოველდღიური უხერხული სიტუაციიდან წყლის მინი დისპენსერი გიხსნით. კლიკზე შეხვდებით დისპენსერების 4 სხვადასხვა მოდელს, რომელთა ფასი 30-დან 60 ლარამდე მერყეობს.
ალბათ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, ან თავად ხართ ის პიროვნება, რომელსაც ოდნავი ხმაურიც კი დიდ დისკომფორტს უქმნის. შედეგად ოთახში არ გაქვთ კედლის ან მცირე ზომის საათი. კლიკზე თვქენ შეგიძლიათ შეიძინოთ ხის ციფრული საათი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ხმა და ამავე დროს ოთახში ჰაერის ტემპერატურასაც გიჩვენებთ.
როდესაც სახლში პატარა ბავშვი გყავთ ავეჯის ყოველი კიდე თუ კუთხე თქვენი პატარასთვის საფრთხის შემცველია. ამ საფრთხისგან კლიკის რბილი დამცავები დაგეხმარებათ, რომელიც მარტივად ემაგრება ზედაპირს.
ფურცლის თუ ნაჭრის გაჭრისას ხშირად აცაბაცად ჭრით ზედაპირს. ამ პრობლემას უმარტივესად მოაგვარებს კლიკის მაკრატელი, რომელსაც ჩამონტაჟებული ლაზერი აქვს და რომელიც საშუალებას არ მოგცემთ უსწორმასწოროდ გაჭრათ ზედაპირი. ასე რომ, 100-ჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა აღარ მოგიწევთ.
მცივანა თუ არამცივანა ადამიანებისთვის ზამთარი ხელების გაყინვის სეზონია. გაყინულ ხელებს ფუნქციონირება ძალიან უჭირთ. ამ პრობლემას კლიკის ხელის გამათბობელი მოგიხსნით, რომელიც თავისუფლად შეგიძიათ გამოიყენოთ როგორც გარეთ, ასევე სახლში ყოფნისას. გამათბობელი იტენება დენზე და შეუძლია თქვენი ტელეფონიც დატენოს.
ჩხირკედელაობისას, ღამით ველო, მოტო, სკუტერ თუ სხვა ტრანსპორტით მგზავრობისას არასდროს არ გვყოფნის განათება. ფანრიანი ხელთათმანები საქმის კეთებისას თუ კატაობისას თვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
ჩემი ჩანთა სად არის? პულტი სად გაქრა? მანქანის გასაღები შენ აიღე? ბავშვის საწოვარა სად ჩავარდა? ძაღლი სადაა? ამ და სხვა კითხვების დასმა და მათზე ნერვიულობა აღარასდროს მოგიწევთ, თუკი ნივთების მძებნელის გამოყენებას დაიწყებთ. მძებნელი მარტივად ინსტალირდება თქვენს სმარტფონში და ხმოვანი სიგნალისა და ლოკაციის ჩვენების ფუნქციის საშუალებით მომენტალურად მოძებნის იმ ნივთსა თუ არსებას, რომელსაც მძებნელს მიამაგრებთ.
რამდენ თქვენგანს გაფუჭებია სალათი მხოლოდ იმიტომ, რომ ზეთი ვერ გააკონტროლეთ და ნებართვის გარეშე უხვად ჩაშხრიალდა თქვენს ნალოლიავებ სალათში? ბევრჯერ! კლიკი ამ მხირვაც გაამარტოვებს თქვენს ცხოვრებას, რადგან აქ არის შუშის სპრეის ბოთლი, სადაც მოათავსებთ ზეთს თუ სხვა თხევად ინგრედიენტებს. ზეთი ვეღარასდროს იპარპაშებს თვენს სამზარეულოში.
ზამთარში სიცივის და ზაფხულში სიცხის გამო ფანჯარას ვერ აღებთ, შედეგად ოთახში ჰაერი შრება და გახველებთ. ჰაერის დამატენიანებელი ულამაზესი დიზაინით გამომშრალ ჰაერს დაატენიანებს და გააჯანსაღებს.
პანდემიის თუ პანდემიის გარეშე ნებისმიერი კარები და ლიფტის ღილაკები ბაქტერიებით არის სავსე. კარების და ლიფტის ღილაკების შეხება შეხების გარეშე უკვე შესაძლებელია კლიკის უკონტაქტო გამღების საშუალებით, რომელიც ძალიან მცირე ზომისაა და თქვენს ჯიბეში დიდ ადგილს არ დაიკავებს.
ამ ეტაპზე თვენი ცხოვრების გასამარტივებლად ამ 10 გაჯეტს შემოგთავაზებთ.